მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს. ყაზახეთი ღირებული პარტნიორია. ჩვენ ვგმობთ ძალადობის აქტებს, საკუთრების განადგურებას და მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ როგორც ხელისუფლებას, ასევე, მომიტინგეებს. ვთხოვთ ყველა ყაზახს, პატივი სცეს და დაიცვას კონსტიტუციური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება, მათ შორის ინტერნეტსერვისის აღდგენის გზით.  მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგანგებო მდგომარეობის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა იპოვოს“,- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, რომ პროტესტი ყაზახეთის რამდენიმე რაიონში გაზის ფასის მომატების გამო დაიწყო. რამდენიმე დღეში მან მთელი ქვეყანა მოიცვა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ამავე თემაზე: 

✔️  მოქალაქეთა ჯგუფმა ალმათის აეროპორტი დაიკავა

✔️ ალმატიში პრეზიდენტის რეზიდენცია იწვის