მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოქალაქეთა ჯგუფმა ალმათის აეროპორტი დაიკავა

აეროპორტი

მოქალაქეთა ჯგუფმა ალმათის აეროპორტი დაიკავა. 

BBC-ს ინფორმაციით, ავიაკომპანიებმა ალმათის აეროპორტიდან ფრენები შეაჩერეს. ქუვეითისა და აზერბაიჯანის ავიახაზები ფრენების გაუქმებას ალმათის მოვლენებს უკავშირებენ.

ყაზახური მედია იტყობინებოდა, რომ ქალაქის აეროპორტი 40-მდე მომიტინგემ დაიკავა. მანამდე ქალაქში საღამოს ფრენა რუსულმა აეროფლოტმა გააუქმა. 

ინტერფაქსის ცნობით, კიდევ ერთი რეისი გაუქმდა მოსკოვიდან. 

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში შეზღუდულია წვდომა ინტერნეტზე, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. 

პროტესტი ყაზახეთის რამდენიმე რაიონში გაზის ფასის მომატების გამო დაიწყო. რამდენიმე დღეში მან მთელი ქვეყანა მოიცვა. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  ალმატიში პრეზიდენტის რეზიდენცია იწვის

🔴  ყაზახეთში აქციის მონაწილეები ქალაქ ალმატის მერიაში შევარდნენ (ვიდეო)

🔴  ყაზახეთის მთავრობა გადადგა