მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ უკრაინისთვის 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფას გეგმავს, რომელშიც „სკაილერის“ ტიპის საბრძოლო მანქანებიც შევა - CNN

აშშ-ს დროშა

შეერთებული შტატები აპირებს დაასრულოს მუშაობა უკრაინისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფაზე, რომელიც, საერთო ჯამში, დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს მოიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN  ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დახმარების პაკეტის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მიმდინარე კვირის ბოლომდე ელიან.

ამავე ინფორმაციით, ახალი პაკეტი მოიცავს Stryker-სა და ბრედლის საბრძოლო მანქანებს, ქვეითთა ჯავშანმანქანებს, MRAP-ებს. შეერთებული შტატები უკრაინას, ასევე, გაუგზავნის დამატებით საბრძოლო მასალას საარტილერიო სისტემებისთვის და HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის.

თუმცა, დახმარების პაკეტში ვერ მოხვდა შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტები და ტანკები, რომელსაც უკრაინა უკვე დიდი ხანია, ითხოვს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსეთი უახლოეს თვეებში უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადება - ანჯეი დუდა

✔️ რუსული ჯარები ცდილობენ წინსვლას სოლედარის მახლობლად და ემზადებიან გადამწყვეტი შეტევისთვის ლუგანსკის ოლქში - საბრძოლო რუკა

✔️ „საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას უძლებს, ამას პატივს ვცემთ“ - ლავროვი

✔️ პუტინმა, შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა დღეს გამოაცხადოს - ISW

✔️ მალე გაირკვევა, უკრაინაში ავიაკატასტროფა იყო დივერსია, ტექნიკური გაუმართაობა თუ უსაფრთხოების წესების დარღვევა - ანტონ გერაშჩენკო