მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში რაშისტების 12 თავდასხმა მოიგერიეს

სიცოცხლემ ომზე უნდა გაიმარჯვოს

დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე უკრაინულმა ძალებმა 12 თავდასხმა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„ბრძოლის დროს უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 6 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა, 15 ჯავშანმანქანა და 9 მანქანა. მტერს დანაკარგები სხვა მიმართულებითაც აქვს. მტერი არ წყვეტს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აღმოსავლეთის ოპერატიული ზონაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონბასის ტერიტორიაზე და გაატაროს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან.

მარიუპოლში რუსი ოკუპანტები აგრძელებენ საჰაერო დარტყმებს და „აზოვსტალის“ რაიონში ვენს პოზიციებს ცეცხლსასროლი იარაღით აზიანებენ. უკრაინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით, მტერმა დაიწყო სარაკეტო თავდასხმები ობიექტებზე დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ლვოვის, ვინიცას, კიევის, ტრანსკარპატების, ოდესისა და დონეცკის რეგიონების ტერიტორიაზე,“- აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ არ ვარ ოპტიმისტი - ალექსეი დანილოვმა განმარტა როდის დასრულდება ომი უკრაინაში

✔️ რუსეთი დეფოლტის ზღვარზეა - Bloomberg

✔️ „აშშ-ის დახმარებამ უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება რადიკალურად შეცვალა“ - ლოიდ ოსტინი