მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი დეფოლტის ზღვარზეა - Bloomberg

რუსეთის დეფოლტი

რუსეთს მხოლოდ ერთ დღეზე მეტი აქვს იმისთვის, რომ ინვესტორების ორი უცხოური ობლიგაციის თანხა გადაიხადოს და დეფოლტი თავიდან აიცილოს, - ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი იუწყება. 

650 მილიონი აშშ დოლარის გადარიცხვის საშეღავათო პერიოდი 4 მაისს იწურება.

დეფოლტის ათვლა დაიწყო, როდესაც JPMorgan Chase & Co.-მ აშშ-ის ხაზინის ბრძანებით ობლიგაციებზე გადახდები შეაჩერა. რუსეთი ცდილობდა ამ საკითხის გადაჭრას რუბლებში გადახდით, მაგრამ ეს ობლიგაციების პირობების დარღვევაა. 

ეს გართულებები არის ფართომასშტაბიანი ფინანსური და ეკონომიკური სანქციების შედეგი, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესეს. ისინი მოიცავს სანქციებს ქვეყნის ზოგიერთ უმსხვილეს კრედიტორზე, აქტივების ჩამორთმევას და ქვეყნის საგარეო რეზერვების გაყინვას.

ამის შემდეგ რუსეთმა რეზერვებში არსებული დოლარი გამოიყენა და გამოაცხადა, რომ საგარეო ვალის ნაწილი ნაღდი ფულის გადახდით დაფარა. ეს პროცესი კი რუსეთს აიძულებს, რომ ადგილობრივი რეზერვები გამოიყენოს, რომლებითაც მანამდე ომი ფინანსდებოდა.

რუსეთს მოუწევს, რომ 2022 წელს გადასახდელი საგარეო ვალი მთლიანად დაფაროს. თუ ფული უცხოური ობლიგაციების მფლობელებამდე მიაღწევს, მაშინ მოსკოვი საგარეო ვალის პირობების დარღვევას თავიდან აიცილებს, თუმცა ეს დროებითი შვება იქნება, რადგან თანხების გადახდა რუსეთს 2042 წლამდე უწევს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ უნგრეთმა დანილოვის სიტყვებს, თითქოს პუტინმა გააფრთხილა უნგრეთი ომის შესახებ, ყალბი ინფორმაცია უწოდა

✔️ „აზოვსტალიდან“ ევაკუირებული პირები ზაპოროჟიეში ჩავიდნენ - The Guardian

✔️ „ირპენი ყოველდღე უფრო ცოცხლდება და ყვავის, მალე ყველა შეძლებს სახლში დაბრუნებას“ - ირპენის მერი

✔️ ნიკოლაევისა და ხერსონის ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვარზე უკრაინელებმა მტრის ჯარის საკონტროლო პუნქტი გაანადგურეს

✔️ „ახლა აზოვსტალში შტურმით იჭრებიან“ - „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე