მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არ ვარ ოპტიმისტი - ალექსეი დანილოვმა განმარტა როდის დასრულდება ომი უკრაინაში

ალექსეი დანილოვი

„ჩვენ 30 წელია ომში ვართ. რუსეთის ფედერაციას არასდროს ჰქონია ჩვენი მარტო დატოვების სურვილი. ელცინიც კი შეიჭრა ყირიმში და თქვა, რომ ეს მთლად ჩვენი ტერიტორია არ იყო“, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა ISLND TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

დანილოვი ფიქრობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ხანგრძლივი იქნება და რუსული აგრესიის ცხელი ეტაპი მაისში არ დასრულდება.

„მე არ ვარ ოპტიმისტი, რომ ის მაისში დასრულდება. ეს იქნება ხანგრძლივი ომი. რამდენ ხანს გაგრძელდება? ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია ჩვენს ჯარზე. ეს დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ეს და ვისაუბროთ ამაზე. რადგან პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ეს ძალიან რთული იქნებოდა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ რუსეთი დეფოლტის ზღვარზეა - Bloomberg

✔️ „აშშ-ის დახმარებამ უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება რადიკალურად შეცვალა“ - ლოიდ ოსტინი

✔️ ხორვატიის პრეზიდენტი ფინეთის ნატოში შესვლაზე ვეტოს დადებით იმუქრება