მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკანონოდ დაკავება, არაადამიანური მოპყრობა, წამება ელექტროშოკით“ - Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე ანგარიში გამოაქვეყნა

ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Human Rights Watch

ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე ანგარიში გამოაქვეყნა. საუბარია წამებაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაზე, არაადამიანურ მოპყრობასა და მკვლელობებზე. 

„რუსულმა ძალებმა სამხრეთ უკრაინის ოკუპირებული რეგიონები შიშისა და ველური უკანონობის მორევად აქციეს. წამება, არაადამიანური მოპყრობა, ისევე როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის თვითნებური დაკავება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა არის ერთ-ერთი აშკარა სამხედრო დანაშაული, რომელიც ჩვენ გვაქვს და ასევე არის დოკუმენტირებული“, - აღნიშნულია ანგარიშში. 

ამასთან, ანგარიშის თანახმად, რუსეთის ძალების მიერ კიევის რეგიონში ჩადენილმა სისასტიკემ  შოკში ჩააგდო მსოფლიო და Human Rights Watch-ის ეს ანგარიში ნათელს ჰფენს სამხრეთის მოვლენებს, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალები მკაცრად აკონტროლებენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

Human Rights Watch-ი ესაუბრა 71 ადამიანს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში, რომლებმაც აღწერეს 42 შემთხვევა.

გამოკითხულებმა თქვეს, რომ ისინი აწამეს და ფაქტს შეესწრნენ თუ როგორ აწამეს მათი თანამოქალაქეები, მათ შორის ელექტროშოკით. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ალექსეი არესტოვიჩმა განმარტა როდის დაიწყებენ უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევას

👉 დონბასში შეტევები რუსი აგრესორებისთვის კვლავ წარუმატებლად დასრულდა - უკრაინის გენშტაბი

👉 უკრაინელებმა რუსების თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს, ორ ადგილას ბრძოლა გრძელდება - უკრაინის გენშტაბი