მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში ომი შეცვლის 21-ე საუკუნის ისტორიას - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალეკსეი რეზნიკოვი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიმიტრი კულებასთან და თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შეცვლის 21-ე საუკუნის ისტორიას.

UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, კულებამ ამის შესახებ ვარშავაში ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ ფეისბუკზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

როგორც კულებამ განაცხადა, ბაიდენმა გამოხატა პატივისცემა და აღტაცება ყველა უკრაინელის მიმართ, ვინც წინააღმდეგობას უწევს რუს აგრესორს.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ორი მნიშვნელოვანი რამ თქვა. მან ბევრი საკითხის შესახებ ისაუბრა, მაგრამ ორი რამ მინდა გაგიზიაროთ. მას აქვს აბსოლუტურად მკაფიო ხედვა. ამასთან, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ეს არის ომი არა უკრაინის წინააღმდეგ, არამედ თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ, რომელსაც ტირანი ებრძვის. დღეს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ზუსტად ასე თქვა: რაც ხდება უკრაინაში შეცვლის 21-ე საუკუნის ისტორიას“, - განაცხადა კულებამ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📢 რუსეთი იაპონიის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ სადავო კუნძულებზე წვრთნებს ჩაატარებს

📢 ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში გზა გადაკეტეს და დაჭრილ ბავშვებს არ ატარებენ - უკრაინული მხარე

📢 პუტინი 1-ლი აპრილიდან გამოძახებულ წვევამდელებს უკრაინაში საომრად გაგზავნის - ალექსეი არესტოვიჩი

📢 რუსმა ოკუპანტებმა ცნობილი უკრაინელი მომღერალი დაჭრეს

📢 მარიუპოლში ვითარება უკიდურესად მძიმეა, თუმცა კონტროლს ექვემდებარება - აზოვის პოლკის მეთაური

📢 უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

📢 მსოფლიოს საპატრიარქომ აღიარა მათი ავტოკეფალია... ალბათ, პრეზიდენტმა არ იცის და შესაძლოა, ჰგონია აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს - მეუფე იაკობი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე

📢  რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად „ჰეზბოლას“ 800 მებრძოლს აგზავნის - „ნოვაია გაზეტა“

📢 სერგეი შოიგუს ინფარქტი დაემართა - ანტონ გერაშჩენკო

📢 განადგურებულია 170 ოკუპანტი, 8 ტანკი და 17 ჯავშანტექნიკა - უკრაინის გენშტაბი

📢 კიევში ოკუპანტების დივერსიული ჯგუფები გააქტიურდნენ