მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანმა და რუსეთმა „სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ“ დეკლარაციას ხელი მოაწერეს

ალიევმა და პუტინმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას

მოსკოვში აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებმა ილჰამ ალიევმა და ვლადიმერ პუტინმა „სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ“ დეკლარაციას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ azerbaycan24.com იუწყება. 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეკლარაციის ტექსტი გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ რუსეთი და აზერბაიჯანი ურთიერთობებს სამოკავშირეო თანამშრომლობის პრინციპებზე ააგებენ, პატივს სცემენ ერთმანეთის დამოუკიდებლობას, სახელმწიფო სუვერენიტეტს  ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ურღვეობას, ასევე, ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობას და ყველა საკითხის მშვიდობიანი გზით გადაჭრას.

სხვა საკითხებთან ერთად იგეგმება სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარება, საუბარია აზერბაიჯანის და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობაზე, რაც ერთობლივი ოპერაციების და წვრთნების ჩატარებას ითვალისწინებს.

მხარეები ერთმანეთისთვის თანამედროვე შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის მიწოდებას გეგმავენ. ასევე, შესაძლებელია ერთობლივი სამხედრო ტექნიკის წარმოება და სხვადასხვა ტექნიკის მოდერნიზება და რემონტი. 

დოკუმენტში წერია, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სფეროებში თანამშრომლობის მიზანია კასპიის რეგიონში და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „სანქციები ვერ აიძულებს რუსეთს, შეცვალოს პოლიტიკური კურსი“ - რუსეთის ელჩი აშშ-ში

🔴 ჟირინოვსკი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ დასავლეთის სანქციებს ყურადღება არ მიაქციოს

🔴 „ვინ მისცა პუტინს უფლება, რომ ქვეყნებად გამოაცხადოს ის ტერიტორიები, რომლებიც მის მეზობლებს ეკუთვნის? საპასუხოდ სანქციების დაწესებას ვიწყებთ“ - ჯო ბაიდენი

🔴 დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების გამო რუსეთის ბაზარზე კოლაფსია - რუბლი დაეცა

🔴 აქვს თუ არა ვლადიმერ პუტინს გეგმა B და რა მოხდება თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება?

🔴 მეგალომანი - რომელსაც სულ უფრო ცოტა დრო რჩება...