მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების გამო რუსეთის ბაზარზე კოლაფსია - რუბლი დაეცა

რუბლი

რუსეთის ბაზარზე კოლაფსი გრძელდება, რუბლი დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების „აღიარების“ გამო ეცემა. ამის შესახებ RBC-Ukraine მოსკოვის ბირჟის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

მოსკოვის ბირჟაზე რუბლის ინდექსი 4%-ით დაეცა, დოლარის კურსმა 80 რუბლს გადააჭარბა.

სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ დონეცკის და ლუგანსკის აღიარების გამო დაეცა რუბლი, თუმცა, მოგვიანებით, ეს განცხადება უარყვეს.

რუსეთის ბანკმა ფინანსური ბაზრის მხარდაჭერის ზომები გამოაცხადა. მარეგულირებელმა გადაწყვიტა ფინანსური ინსტიტუტებისთვის ფასიანი ქაღალდების გადაფასების შეღავათები და სტანდარტების გაანგარიშების განაკვეთის დაფიქსირება.

„რუსეთის ბანკი მონიტორინგს გაუწევს ფინანსურ ბაზრებზე ვითარების განვითარებას და მზადაა, განახორციელოს დამატებითი ზომები ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, - ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზარზე მკვეთრი ვარდნა დაიწყო 21 თებერვალს, როდესაც გაიმართა ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს სხდომა. 

რუსეთში ასევე ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა, მიწოდების შეფერხების შიშის გამო.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 კანადამ რუსეთს რამდენიმე სანქცია დაუწესა

🔴 „სანქციები ვერ აიძულებს რუსეთს, შეცვალოს პოლიტიკური კურსი“ - რუსეთის ელჩი აშშ-ში

🔴 „ვინ მისცა პუტინს უფლება, რომ ქვეყნებად გამოაცხადოს ის ტერიტორიები, რომლებიც მის მეზობლებს ეკუთვნის? საპასუხოდ სანქციების დაწესებას ვიწყებთ“ - ჯო ბაიდენი

🔴 ჟირინოვსკი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ დასავლეთის სანქციებს ყურადღება არ მიაქციოს

🔴 აქვს თუ არა ვლადიმერ პუტინს გეგმა B და რა მოხდება თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება?

🔴 მეგალომანი - რომელსაც სულ უფრო ცოტა დრო რჩება...

🔴 „უკრაინელები კუბოში არ ჩაწვებიან და არ დაელოდებიან რუს სამხედროებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴 „ისინი გვეუბნებიან, „კარები ღიაა“, მაგრამ ამ დროისთვის უცხო პირებს არ უშვებენ“ - ზელენსკი ნატო-ში გაწევრიანებაზე