მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენის ადმინისტრაციის შეშფოთების მიუხედავად, პელოსი შესაძლოა, ტაივანს მაინც ეწვიოს - CNN

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის შეშფოთებისა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აზიური ტურის ფარგლებში ტაივანს ეწვევა, - ამის შესახებ CNN-ი ტაივანელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება. 

CNN-ის წყაროს ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაციამ მსგავს ვიზიტზე შეშფოთება ჩინეთის შესაძლო რეაქციის გამო გამოთქვა. პელოსის ტაივანში ჩასვლის ზუსტი დრო უცნობია, თუმცა ეს სავარაუდოდ ძალიან მალე მოხდება. 

ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი რეგიონში ჩინეთის მოქმედებებს აკვირდება და პელოსის უსაფრთხოებაზე მუშაობს.

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

1-ელ აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი 4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 „რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ სერბეთს, კოსოვოს ხელისუფლების მოთხოვნები აბსოლუტურად უსაფუძვლოა“ - დმიტრი პესკოვი

🔴 „ალბათ, უახლოეს დღეებში ყველაზე დიდი პოლიტიკური ბრძოლა გველის, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს“ - ალექსანდრ ვუჩიჩი

🔴 დაძაბულობის ფონზე, კოსოვოს მთავრობამ ეთნიკურ სერბებთან დაკავშირებული წესების მიღება გადადო