მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ სერბეთს, კოსოვოს ხელისუფლების მოთხოვნები აბსოლუტურად უსაფუძვლოა“ - დმიტრი პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განაცხადებით, მოსკოვი მხარს უჭერს სერბეთს კოსოვოს ირგვლივ შექმნილ სიტუაციაში. მისი თქმით, რეგიონის ხელისუფლების მოთხოვნები ჩრდილოეთში მცხოვრები სერბების მიმართ უსაფუძვლოა.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, ქვეყნებმა, რომლებმაც კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს, უნდა მოუწოდონ კოსოვოს ხელისუფლებას, არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს სერბეთს. ჩვენ ახლოს ვართ კოსოვოს სერბებთან. გვჯერა, რომ ეს [კოსოვოს ხელისუფლების მოთხოვნები] აბსოლუტურად დაუსაბუთებელი მოთხოვნებია. გვჯერა, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც აღიარეს კოსოვო და მოქმედებდნენ როგორც გარანტი, უნდა გამოიყენონ მთელი თავისი გავლენა, რათა გააფრთხილონ კოსოვოს ხელისუფლება რაიმე გაუაზრებელი ნაბიჯის გადადგმისგან, რომელმაც შესაძლოა, დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს“, - აღნიშნა პესკოვმა.

მან, ასევე, დასძინა, რომ მოსკოვი მოითხოვს კოსოვოში მცხოვრები სერბების უფლებების დაცვას.

ცნობისთვის, სერბეთსა და კოსოვოს შორის გამყოფ ხაზზე სროლისა და განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 „ალბათ, უახლოეს დღეებში ყველაზე დიდი პოლიტიკური ბრძოლა გველის, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს“ - ალექსანდრ ვუჩიჩი

🔴 დაძაბულობის ფონზე, კოსოვოს მთავრობამ ეთნიკურ სერბებთან დაკავშირებული წესების მიღება გადადო

🔴 თალიბანის ძალებსა და ირანელ მესაზღვრეებს შორის შეტაკება მოხდა - არის მსხვერპლი

🔴 „დეზინფორმაციას განზრახ ავრცელებენ“ - სერბეთის თავდაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს

🔴 ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ კოსოვო სერბეთზე თავდასხმას გეგმავს