მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ალბათ, უახლოეს დღეებში ყველაზე დიდი პოლიტიკური ბრძოლა გველის, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს“ - ალექსანდრ ვუჩიჩი

ალექსანდრ ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა გენერალურ შტაბში შეხვედრის შემდეგ კოსოვოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სერბეთის მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

„მჯერა, კარგი ამბები გვექნება. ვიმედოვნებ, რომ ხვალ იქნება დეესკალაცია და ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას ახალი კომპრომისული გადაწყვეტილებებით. ალბათ, უახლოეს დღეებში ყველაზე დიდი პოლიტიკური ბრძოლა გველის. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მხარი დაუჭირა სერბეთს, მათაც, ვინც იყო მართალი და გამოთქვა სწორი შეხედულება. ძალისხმევა იხარჯება დაძაბულობის დასამშვიდებლად. რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

ცნობისთვის, სერბეთსა და კოსოვოს შორის გამყოფ ხაზზე სროლისა და განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 დაძაბულობის ფონზე, კოსოვოს მთავრობამ ეთნიკურ სერბებთან დაკავშირებული წესების მიღება გადადო

🔴 თალიბანის ძალებსა და ირანელ მესაზღვრეებს შორის შეტაკება მოხდა - არის მსხვერპლი

🔴 „დეზინფორმაციას განზრახ ავრცელებენ“ - სერბეთის თავდაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს

🔴 ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ კოსოვო სერბეთზე თავდასხმას გეგმავს