მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბატონი ჟირინოვსკი ჩვენს შორის არ არის, რაც სამწუხაროა“ - დუმის თავმჯდომარე

ვლადიმერ ჟირინოვსკი

„დღეს ჩვენს შორის ვლადიმერ ვოლფოვიჩი ჟირინოვსკი არ არის, რაც ძალიან სამწუხაროა“. ამის შესახებ რუსეთში სახელმწიფო დუმის სხდომაზე დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს. 

მისი თქმით, ის ჟირინოვსკის ტელეფონით ესაუბრა და მიიღო ინფორმაცია, რომ ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ ექიმები მას ამ ეტაპზე ღია გამოსვლებში მონაწილეობას არ ურჩევენ.

„დღეს ჩვენს შორის ვლადიმერ ვოლფოვიჩი ჟირინოვსკი არ არის. მე მას ვესაუბრე, ის თავს უკეთ გრძნობს და ძალიან უნდოდა სიტყვით გამოსვლა, მაგრამ ექიმები მას ჯერჯერობით არ ურჩევენ. იმედი მაქვს, რომ უკვე მარტის სხდომებზე მას დარბაზში ვიხილავთ“, - განაცხადა დუმის სპიკერმა.

75 წლის ჟირინოვსკის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია 9 თებერვალს გავრცელდა. მას კორონავირუსი დაუდგინდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავარ ლიბერალ-დემოკრატს ხელოვნური სუნთქვის აპარატიც დასჭირდა. რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში აცხადებენ, რომ ჟირინოვსკის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის მალე გამოჯანმრთელდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 აზერბაიჯანმა და რუსეთმა „სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ“ დეკლარაციას ხელი მოაწერეს

🔴 „სანქციები ვერ აიძულებს რუსეთს, შეცვალოს პოლიტიკური კურსი“ - რუსეთის ელჩი აშშ-ში

🔴 ჟირინოვსკი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ დასავლეთის სანქციებს ყურადღება არ მიაქციოს

🔴 „ვინ მისცა პუტინს უფლება, რომ ქვეყნებად გამოაცხადოს ის ტერიტორიები, რომლებიც მის მეზობლებს ეკუთვნის? საპასუხოდ სანქციების დაწესებას ვიწყებთ“ - ჯო ბაიდენი

🔴 დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების გამო რუსეთის ბაზარზე კოლაფსია - რუბლი დაეცა

🔴 აქვს თუ არა ვლადიმერ პუტინს გეგმა B და რა მოხდება თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება?

🔴 მეგალომანი - რომელსაც სულ უფრო ცოტა დრო რჩება...