მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო დღეებში რუსეთში ღილაკიანი მობილურების გაყიდვები გაიზარდა

ღილაკიანი მობილურები

ბოლო დღეებში რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ფონზე მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ღილაკიან მობილურ ტელეფონებზე. ამის შესახებ რუსული forbes-ი წერს.

წვევამდელებს შეუძლიათ ღილაკიანი ტელეფონი წაიღონ გზაზე, სმარტფონების წაღება კი არ არის დაშვებული. დანაყოფში მისვლის შემდეგ ისინი ვალდებულნი არიან, ეს მოწყობილობა ასეულის მეთაურს გადასცენ.

23 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით რუსეთში გაყიდული ღილაკიანი მობილური ტელეფონების რაოდენობა წინა კვირის ბოლოს - 16-18 სექტემბერთან შედარებით, სამჯერ გაიზარდა. ამის შესახებ ვედომოსტი MTS ოპერატორის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. ბაზარზე არსებული ტენდენცია დაადასტურეს მობილური ტელეფონების სხვა მსხვილმა გამყიდველებმა - Megafon-ისა და Citilink-ის წარმომადგენლებმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსები კრივოი-როგს ირანული კამიკაძე დრონით დაესხნენ თავს

👉 პატიმრების გაცვლა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა, მიუხედავად „ეფესბეს“ წინააღმდეგობისა, რომელსაც რუსეთში საზოგადოების პროტესტის ეშინოდა - Washington Post

👉 პუტინს უფრო მეტად სურს უკრაინის სამხრეთის ოკუპირება, ვიდრე ლუგანსკის რეგიონი - ISW