მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთმა ნენსი პელოსისა და მის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პეკინმა გადაწყვიტა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსისა და მის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესოს. 

„ჩინეთის სერიოზული შეშფოთებისა და მტკიცე წინააღმდეგობის მიუხედავად, პელოსი დაჟინებით მოითხოვდა ტაივანში ჩასვლას, რათა სერიოზულად ჩარეულიყო ჩინეთის შიდა საქმეებში, ძირს უთხრიდა ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არღვევდა ერთი ჩინეთის პოლიტიკას და ემუქრებოდა ტაივანის სრუტის მშვიდობასა და სტაბილურობას“, - აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, 2 აგვისტოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. ტაიბეიში პელოსი ჩავიდა კონგრესის დელეგაციასთან ერთად, რომლებიც ტაივანის ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრას გეგმავენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტს ტაივანში აშშ-ის მხრიდან სერიოზულ პოლიტიკურ პროვოკაციად აფასებს.

ცნობისთვის, აშშ-ჩინეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი.

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

1-ელ აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი 4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

4 აგვისტოს ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. 

ამავე თემაზე: 

🔴 რა არის ტაივანი და რატომ სურს იგი ჩინეთს?

🔴 „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები და უმაღლესი ევროკომისარი ჩინეთს მოუწოდებენ, ტაივანის სრუტეში არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით მოაგვაროს

🔴 ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტს არ არღვევს - ჯონ კირბი

🔴 ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა - ჩინეთის საგარეო უწყება