მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა - ჩინეთის საგარეო უწყება

 ჩინეთის საგარეო უწყება

„ეს ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა“, - ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტს ტაივანში.

„ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე დაცვისთვის ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ. ეს ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაცია. ამ ვიზიტის ყველა შესაძლო შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამერიკულ მხარეს და „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ ძალებს. მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა არის ერთადერთი კანონიერი მთავრობა, რომელიც წარმოადგენს მთელ ჩინეთს“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, აშშ-ჩინეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი.

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

1-ელ აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი 4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

ამავე თემაზე: 

🔴 ჩინეთის მუქარის მიუხედავად, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა

🔴 „ეს ყველაფერი წმინდა პროვოკაციაა“ - დმიტრი პესკოვი

🔴 „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“ - ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს აფრთხილებს

🔴 პელოსის ტაივანში ვიზიტის წინ, ორი ჩინური ავიამზიდი ზღვაში გავიდა - ჩინური მედია

🔴 „ვაშინგტონს მსოფლიოსთვის დესტაბილიზაცია მოაქვს“ - ზახაროვა ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტზე