მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე გაჟონვის ადგილის მახლობლად, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები დააფიქსირეს - CNN

„ჩრდილოეთ ნაკადი“

CNN-ის ინფორმაციით, ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილის მახლობლად 26 და 27 სექტემბერს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები დააფიქსირეს.

როგორც გამოცემა წერს, გაურკვეველია, ჰქონდათ თუ არა გემებს რაიმე კავშირი წყალქვეშა აფეთქებებთან, რომელმაც, სავარაუდოდ, მილსადენებიდან გაზის გაჟონვა გამოიწვია.

„რუსული წყალქვეშა ნავები ასევე დაფიქსირდა გასულ კვირას ამ ტერიტორიებიდან არც თუ ისე შორს“, - განაცხადა დაზვერვის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

როგორც CNN წერს, სამმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ აშშ-ს ჯერ არ აქვს საფუძვლიანი ახსნა იმის შესახებ, რაც მოხდა.

ცნობისთვის, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-სა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მილსადენებიდან ბალტიის ზღვაში, დანიისა და შვედეთის ტერიტორიულ წყლებში გაზის გაჟონვა მოხდა. აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების ოფიციალური პირების განცხადებით, ეს არის დივერსიული აქტი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ პირებს კომისარიატის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება ეკრძალებათ - ვიაჩესლავ ვოლოდინი

👉 „გამოგვყარა მინისტრმა შენობიდან, მეტიც, არც მსურს, გავიმეორო, რა სიტყვები გვაკადრა“ - დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს

👉 „ასეთ წუმპეში კისრამდე ჩაფლული იდგეს „სიამოვნებით“, როგორც ჩერგოლეიშვილი დგას, სულ რამდენიმე ადამიანს ვხედავ“ - თაკო ჩარკვიანი

👉 „ლუკაშენკო არის ტერორისტი, პუტინის მარიონეტი, მის მიერ აფხაზეთის აღიარება ბევრს არ ნიშნავს“ - ვიოლა ფონ კრამონი

👉 „ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელია, ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელორუს ხალხს“ - სვეტლანა ტიხანოვსკაია