მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ჩვენ მშვიდობა ხანგრძლივი დროით გვინდა - დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ, შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს

შეხვედრა ზელენსკისა და ტრამპს შორის

„ყველა დაიღალა ამ ომით, ჩვენ გვინდა მისი დასრულება და აუცილებლად დასრულდება, კიდეც!“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან თეთრ სახლში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დაწყების წინ.

აშშ-ის ლიდერის თქმით, მნიშვნელოვანია მკვლელობების შეჩერება, რომელიც რუსეთსა და უკრაინაში ყოველდღიურად ხდება. მან, ასევე, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპა იქნება პირველი გარანტორი, თუმცა ამერიკაც მიიღებს მონაწილეობას პროცესში.

„ჩვენ ვაპირებთ უკრაინასთან თანამშრომლობას. ყველასთან, ვისაც მშვიდობა უნდა. უბრალოდ, ეს მშვიდობა უნდა იყოს გრძელვადიანი და ხანგრძლივი დროით. ჩვენ არ ვსაუბრობთ ორწლიან მშვიდობაზე, რის შემდეგაც კვლავ, არეულობაში შესაძლოა აღმოვჩნდეთ“.

როგორც აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ის რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დარეკვას აპირებს.

„ის ელის ჩემს ზარს“, - თქვა დონალდ ტრამპმა.