მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

უკრაინის უსაფრთხოება აშშ-სა და ევროპაზეა დამოკიდებული - დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს ხვდებიან

შეხვედრა თეთრ სახლში

ვაშინგტონში, თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა დასრულდა, რის შემდეგაც ისინი ევროპელ ლიდერებს ხვდებიან.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამყაროს მსგავსი, რთულად გადასაჭრელი პრობლემა არ ჰქონია “, - ამბობს დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრიანის ომის შესახებ. 

აშშ-ის ლიდერის განცხადებით, ევროპელმა ლიდერებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ უკრაინის უსაფრთხოების საკითხი.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, გვინდა ბევრი ადამიანი გადავარჩინოთ სიკვდილს. უნდა დასრულდეს ეს საშინელი სისხლის ღვრა!“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა მას შემდეგ, რაც ევროპელ ლიდერებს მადლობა გადაუხადა თეთრ სახლში სტუმრობისთვის.

„დღეიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი დასრულდეს“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპს დაეთანხმა ვოლოდიმირ ზელენსკიც და მანაც აღნიშნა, რომ „შესანიშნავი საუბარი ჰქონდათ“. „საუკეთესო, ან უკეთ ვიტყოდი, კიდევ უფრო საუკეთესო წინ გველის“, - თქვა მან.

როგორც პრეზიდენტებმა აღნიშნეს, არაერთ სენსიტიურ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის, ტერიტორიებისა და ტყვეთა გაცვლის შესახებ. ზელენსკის თქმით, მადლიერია აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის მიერ დაწერილი წერილის, სადაც საუბარი რუსეთის მხრიდან ტყვედ აყვანილი უკრაინელი ბავშვების შესახებ იყო. 

ახლა მსოფლიოს მოლოდინი მომავალი სამმხრივი შეხვედრისკენაა მიმართული, სადაც, როგორც ტრამპმა და ზელენსკიმ განაცხადეს, ერთმანეთს დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა შეხვდნენ.

„მშვიდობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ამისთვის, აშშ-მაც და ევროპამაც ყველაფერი უნდა გააკეთონ“, - თქვეს ლიდერებმა.