მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინას ნატოში არაფერი ესაქმება - ხორვატიის პრეზიდენტი

ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი

ნატოში უკრაინის ადგილი არ არის და უკრაინას იქ არაფერი ესაქმება. ამის შესახებ ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა განაცხადა. ინფორმაციას eurointegration.com.ua ავრცელებს. 

ასევე, მილანოვიჩი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ესკალაციის შემთხვევაში ოფიციალური ზაგრები ამ მოვლენებისგან რაც შეიძლება უფრო შორს უნდა დადგეს.

„ჩვენ ამასთან არაფერი გვექნება საერთო. ესკალაციის შემთხვევაში რეგიონიდან ყველა ხორვატ ჯარისკაცს გავიყვანთ“, - განაცხადა მილანოვიჩმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ თუ რას მოიმოქმედებს ხორვატია უკრაინის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

„უკრაინას ნატოში არაფერი ესაქმება. როდესაც იქ ხელისუფლება შეიცვალა, ეს არ იყო დემოკრატიული პროცესი. ეს იყო გადატრიალება, რომლის დროს 50 ადამიანი დაიღუპა. უკრაინას ეგონა, რომ დასავლეთისკენ ისე წავა, რომ რუსეთს არაფერს შეეკითხება და რომ ევროკავშირში მას ოქროს მდინარეები ელოდება. უკრაინა დღესაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად“, - განაცხადა ხორვატიის პრეზიდენტმა.

მილანოვიჩის თქმით, ის ყველა საშუალებით წინ აღუდგება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ხორვატიის ჩარევას.

„ანდრეი პლენკოვიჩს შეუძლია იმუქრებოდეს რამდენიც უნდა. ხორვატია ამ ხანძარს უნდა გაექცეს და მეხანძრის როლი არ უნდა შეასრულოს“, - განაცხადა მილანოვიჩმა.

ცნობისთვის, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი უკრაინის დიდი მეგობარია და ის დეკემბერში უკრაინაში ოფიციალური  ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც ევროკავშირში და ნატოში უკრაინის მისწრაფებებს სრული მხარდაჭერა გამოუხატა. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  „ამ მომენტისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო შემოჭრა ფიზიკურად შეუძლებელია“ - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი

🔴  უკრაინული გრივნა რეკორდულად გაუფასურდა

🔴  „დღეს უკრაინაზე გადის თავისუფალი სამყაროს ბრძოლის ხაზი, ხვალ შეიძლება, საქართველოზე გავიდეს“ - იაგო ხვიჩია

🔴  უკრაინელ სპორტსმენებს პეკინის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების გვერდით დგომას არ ურჩევენ