მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

დაბადების მოწმობაში ორი დედის ჩაწერა არ შეიძლება - ნებრასკას მოსამართლის უარი ლესბოსელ ქალებს

ერთი და იმაზე სექსიანთა ოჯახი და მოსამართლის გადაწყვეტილება

ნებრასკას მოსამართლემ ერთი და იმავე სქესის მქონე მშობლებს, ორ ქალს სასამართლო პროცესზე უთხრა, რომ დაბადების მოწმობის გრაფაში ორი დედის ჩაწერა არ შეიძლება. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება. 

შესაბამისად, ნებრასკას სასამართლოს მოსამართლემ რაიან პოსტმა მიღებული გადაწყვეტილებით ქალების სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის თქმით, ქალების მოთხოვნა შტატის კანონს ეწინააღმდეგება. 

„ნებრასკის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის პოლიტიკა, ასევე, მოითხოვს, დაბადების მოწმობებში ჩამოთვლილი მშობლები ბავშვის ბიოლოგიური მშობლები იყვნენ“, - განმარტა მოსამართლემ.

ერინ პორტერფილდისი და კრისტინ უილიამსი რომანტიკულ ურთიერთობაში 2000 წლიდან 2013 წლამდე იყვნენ. ისინი იქამდე იყვნენ ურთიერთობაში, სანამ შტატში ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანების ქორწინება დაკანონდებოდა. 

„ჩვენი შვილები ჩვენი მთელი სამყაროა და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ სწორად ვექცევით“, - თქვა პორტერფილდმა სარჩელის შეტანისას.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉  „ნუ გააკეთებთ ამას“ - ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს

👉 პუტინი ევროპაში მშვიდობის ბოლო ბურჯებს ანადგურებს - გერმანიის პრეზიდენტი

👉  უკრაინის ძალებმა ქალაქ კუპიანსკის აღმოსავლეთ ნაპირიც აიღეს

👉 ბრიტანული დაზვერვა: რუსეთმა შესაძლოა, წინააღმდეგობა არ გაუწიოს უკრაინული ძალების შეტევას ლუგანსკის რეგიონში

👉 ტაჯიკური მხარე ყირგიზეთის ტერიტორიის ხელში ჩაგდებას ცდილობს - ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტი