აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის, ალასკის შტატში, ქალაქ ანკორიჯში მიმდინარე ფორმატით „სამი-სამზე“ შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ CNN იუწყება.
ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს 15 აგვისტოს, აშშ-ის საჰაერო ძალებისა და სახმელეთო ჯარების ელმენდროფ-რიჩარდსონის ერთობლივ სამხედრო ბაზაზე შეხვდა.
როგორც მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გვამცნობდა, პრეზიდენტებს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზებზე უნდა ემსჯელათ. ასევე, განხილვის საგანი ეკონომიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა უნდა ყოფილიყო.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა სამი-სამზე ფორმატში მიმდინარეობდა. აშშ-ის მხრიდან სამიტს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ესწრებოდნენ. რუსეთის მხრიდან კი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ვლადიმერ პუტინის მრჩეველი იური უშაკოვი. ლიდერებს შორის კომუნიკაცია თარჯიმნის საშუალებით მიმდინარეობდა.
შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფოების ლიდერებს განცხადებები არ გაუკეთებიათ.
ამ ეტაპისთვის, მსოფლიო მედიის ყურადღება ლიდერების მოსალოდნელი პრესკონფერენციისკენაა მიმართული.