მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დონბასში სპეცოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“ - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი

„უკრაინის არათანმიმდევრულობა ფუნდამენტურ საკითხებში ქმნის სირთულეებს შეთანხმებების მიღწევაში“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ამურის ოლქში, ვოსტოჩნის კოსმოდრომზე მოლაპარაკების შემდეგ.

„უკრაინის არათანმიმდევრულობა ფუნდამენტურ საკითხებში ქმნის სირთულეებს ყველასთვის მისაღები შეთანხმებების მიღწევაში“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, პუტინი ამბობს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკება ბელორუსის პრეზიდენტის წყალობით გახდა შესაძლებელი.

„ვისარგებლებ შემთხვევით, მინდა მადლობა გადავუხადო ბელორუს კოლეგებს მათ ტერიტორიაზე მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის კარგი ორგანიზებისთვის. უკრაინულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის დაწყება დიდწილად ბელორუსის პრეზიდენტის პირადი ძალისხმევის წყალობით გახდა შესაძლებელი“, - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსული სპეცოპერაცია დონბასში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა პირველ რიგში მადლობა გადაუხადა სამხედროებს იმ გმირობისა და გამბედაობისთვის, რომლითაც ისინი იცავენ რუსეთის ინტერესებს.

„ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის, მოქმედებები უკრაინის გარკვეულ რეგიონებში მხოლოდ ძალების შებოჭვას, სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას და დონბასის ტერიტორიაზე უფრო აქტიური ოპერაციებისთვის პირობების შექმნას უკავშირდებოდა“, - აღნიშნავს რუსეთის პრეზიდენტი.

ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია გაზარდოს საომარი მოქმედებების ინტენსივობა, მაგრამ ეს გარკვეულწილად დაკავშირებული იქნება ორივე მხარის დიდ დანაკარგებთან.

„ჩვენი ამოცანაა მივაღწიოთ ყველა დასახულ მიზანს, მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს დანაკარგები. ჩვენ ვიმოქმედებთ მშვიდად, იმ გეგმის მიხედვით, რომელიც თავდაპირველად გენერალურმა შტაბმა შემოგვთავაზა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉„ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში მიმდინარე ოპერაციის მიზნები და ამოცანები შესრულდება“ - პუტინი

👉„რუსულმა არმიამ უკრაინელი სამხედროების მიერ მარიუპოლის დატოვების მცდელობა აღკვეთა“ - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი

👉რუსული სპეცსამსახურები რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავენ - ბუდანოვი

👉„ოკუპირებული ხერსონის გათავისუფლება, მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევითი მოქმედებების შედეგად შეიძლება“ - სამხედრო ექსპერტი

👉„მსოფლიო დუმს და გენოციდს ონლაინ უყურებს“ - პოდოლიაკი მარიუპოლზე

👉საოკუპაციო ძალებმა 186 უკრაინელი ბავშვი მოკლეს, 344 კი დაშავდა

👉 19 600 რუსი სამხედრო, 732 ტანკი, 157 თვითმფრინავი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგზე

👉 ნატოს ყოფილმა ოფიცერმა დაასახელა უკრაინის ორი ქალაქი, რომლებიც შესაძლოა, რუსეთის ახალი სამიზნე გახდეს