მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეფესბეს“ ოფიცრები ყირიმში ე.წ. ფილტრაციის პროცედურებს ახორციელებენ - უკრაინის გენშტაბი

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური

„ეფესბეს“ ოფიცრებმა ყირიმის მცხოვრებლებზე ოკუპირებულ კრასნოპერეკოპსკში ზეწოლა გაზარდეს, ისინი ე.წ. ფილტრაციის პროცედურებს ახორციელებენ“, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება. 

„ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის ზოგიერთ დასახლებაში რუსი დამპყრობლები აგრძელებენ ზეწოლას უკრაინის მოქალაქეებზე და არღვევენ ადამიანის უფლებებს.

კერძოდ, კრასნოპერეკოპსკში „ეფესბეს“ თანამშრომლები ახორციელებენ აქტიურ კონტრდაზვერვის აქტივობებს, ადამიანის გაშიშვლებით, მშვიდობიანი მოქალაქეების დაკითხვით, ცემით, შეურაცხყოფით ე.წ. ფილტრაციის პროცედურებს ატარებენ“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

უკრაინული მხარის ცნობით, მტერმა გააძლიერა ფილტრაციის ზომები სამხრეთ უკრაინაში.

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ვერ ვხედავთ უხეშ დარღვევას“ - თეთრი სახლი უკრაინის მიერ აშშ-ის მიწოდებული სამხედრო დახმარების გამოყენებაზე