მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანეთმა შავ ზღვაში საბრძოლო ხომალდები გაგზავნა

საბრძოლო გემები

ესპანეთმა, როგორც ნატოს წევრმა სახელმწიფომ, უკრაინის საზღვარზე არსებული დაძაბულობის ფონზე, შავ ზღვაში საბრძოლო ხომალდები გაგზავნა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

ესპანეთის თავდაცვის მინისტრის მარგარიტა რობლესის განცხადებით, ხომალდები უკვე გზაში არიან და გარდა ამისა, ესპანეთი ბულგარეთში სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნასაც განიხილავს. 

„რუსეთი ვერცერთ ქვეყანას ვერ ეტყვის, რა უნდა გააკეთოს, ამიტომ ნატო ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტს დაიცავს, რომელსაც შეუძლია ან სურს ნატოში გაწევრიანება“, - აღნიშნა რობლესმა.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.

იხილეთ აგრეთვე:

👉 პუტინი საწოლის რომელ მხარეს გაიღვიძებს, იმაზეა დამოკიდებული უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გადაწყვეტილება - ბაიდენი

👉 თუ პუტინის ამომრჩეველი სახლებში კუბოებს მიიღებს, მოსახლეობა ამას არ აპატიებს - ვლადიმერ გოზმანი

👉„თითქოს მზად არ ვართ, თუმცა მარტოც არ ვართ, მსოფლიო მხარს გვიჭერს“ - ზელენსკი უკრაინელ ხალხს მიმართავს