მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკომისიამ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია ოფიციალურად გაუწია

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიამ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია ოფიციალურად გაუწია. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„უკრაინამ რეკომენდაციების 80% შეასრულა. ერთადერთი დარჩა კანონის მიღება ეროვნულ უმცირესობებზე, ანუ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები დარჩა გასაკეთებელი. ყველაფერი პრემიერ-მინისტრ შმიგალთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად გავიარეთ.

როდესაც ათიოდე დღის წინ ვიმყოფებოდი კიევში, პრეზიდენტის ზელენსკის ძალიან მეტყველი პასუხი მივიღე. ყველა ფრონტზე ვერ ექნება უკრაინას 100%-ით წარმატება, როდესაც ქვეყანაში ომია. ერთი ნათელი გზავნილი გვაქვს, დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ მომავალს. დიახ, უკრაინა უნდა მივიღოთ როგორც კანდიდატი ქვეყანა, ბევრი რამ გაკეთდა და მაგრამ ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია“, - განაცხადა ლაიენმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ვისურვებდით პოლიტიკური პოლარიზაციის დასასრულს“ - ოლივერ ვარჰეი საქართველოს რეკომენდაციებზე საუბრობს

👉 „საბჭოს ვურჩევთ, მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს“ - ევროკომისიამ მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია ოფიციალურად გაუწია

👉 „ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე“ - ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს

👉 მივმართავთ ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ყველა აუცილებელ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს - ფონ დერ ლაიენი