მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საბჭოს ვურჩევთ, მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს“ - ევროკომისიამ მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია ოფიციალურად გაუწია

მოლდოვის დროშა

ევროკომისიამ მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია ოფიციალურად გაუწია. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

როგორც ლაიენმა ბრიფინგზე განაცხადა, მოლდოვას დიდი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ ევროპა უკვე ხედავს სერიოზულ გაუმჯობესებას.

მისივე თქმით, მოლდოვამ ბოლო პერიოდში რეფორმების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა:

„შეფასებითი სისტემით განვიხილავთ მთლიანად პროცესს და პროცესი მთლიანად უკრაინაზეა დამოკიდებული. ეს პროცესი უკრაინის ხელშია და რა შეიძლება იყოს იმაზე კარგი თუ არა საკუთარი მომავლის თავად განსაზღვრა. რაც შეეხება მოლდოვას, პრინციპში მას ბევრი რამ საერთო აქვს უკრაინასთან. 

ჩვენ ევროპულ საბჭოს ვურჩევთ, რომ მოლდოვას მიანიჭონ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ვითვალისწინებთ რა იმას, რომ ქვეყანამ ბევრი რამ უნდა დააკმაყოფილოს, ბევრი პირობა. 

მოლდოვამ  ბოლო პერიოდში რეფორმების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და საკუთარი მოქალაქეების თვალშიც ასეთია, რომ პროევროპული ქვეყანა, რომელიც რეფორმებისკენ მიისწრაფვის. რა თქმა უნდა, ეს პირველად ხდება მოლდოვის უახლეს ისტორიაში და რა თქმა უნდა დიდი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ სერიოზულ გაუმჯობესებას ვხედავთ და ეს ასე უნდა გაგრძელდეს.  ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს იმედებს გაამართლებს მოლდოვის ხელისუფლება“, - აცხადებს ფონ დერ ლაიენი. 

ამავე თემაზე: 

✔️  მივმართავთ ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ყველა აუცილებელ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს - ფონ დერ ლაიენი

✔️ „ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე“ - ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს

✔️ ევროკავშირმა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია ოფიციალურად გაუწია