მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მივმართავთ ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ყველა აუცილებელ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს - ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენი

„ჩვენ რეკომენდაციით მივმართავთ ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული მომავალი და კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე  შეფასდეს, თუ როგორ დააკმაყოფილებს საქართველო ყველა აუცილებელ მოთხოვნებს“, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. 

„საქართველომ მოლდოვის და უკრაინის მსგავსად შეავსო განაცხადი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ. საქართველოს აქვს საკმაოდ ძლიერი კერძო სექტორი. ამასთანავე საქართველომ უნდა დაარეგულიროს პოლიტიკური სისტემა, რათა მისი ევროპული არჩევანი უფრო ნათელი გახდეს და გატარდეს ყველა აუცილებელი რეფორმა“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.   

ევროკომისიის რეკომენდაციების შემდეგ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას თუ რა ვადები ექნება საქართველოს მოთხოვნების შესრულებისთვის საქართველოს, ურსულა დე ლაიენმა უპასუხა, რომ ვადები და შედეგები დამოკიდებულია საქართველოზე:

„ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის, რომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. კარი ღიაა. ახლა საქართველოზეა დამოკიდებული წავა თუ არა წინ, მთელი მოსახლეობით და პოლიტიკური ძალებით. ეს განაპირობებს ხანგრძლივობას. რაც უფრო მალე შეასრულებთ დავალებას, მით უფრო მალე მიაღწევთ ამ მიზანს და ამიტომ ეს ყველაფერი საქართველოს ხელშია დღეს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეს განცხადება ბრიუსელში ევროკომისიის სხდომის შემდეგ გააკეთა. 

ცნობისთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის ევროკავშირის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს ევროპული საბჭო 23-24 ივნისს განიხილავს.  

ამავე თემაზე:

„საბჭოს ვურჩევთ მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს“ - ევროკომისია მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია ოფიციალურად გაუწია

„ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე“ - ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს

ევროკომისიამ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია ოფიციალურად გაუწია