მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში იკრიბებიან, სადაც დონალდ ტრამპთან შეხვედრა უნდა გამართონ

მარკ რუტე

ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში თბილისის დროით, 20:00 საათიდან იკრიბებიან. მათ დონალდ ტრამპთან შეხვედრა უნდა გამართონ. 

დანიშნულების ადგილას პირველი ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე გამოჩნდა, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი შეურთდნენ.

ამ ეტაპზე, თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის და რაც მთავარია, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ელოდებიან.