მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანული ჰაუბიცების გასარემონტებლად საკმარისი ნაწილები არ არის

Panzerhaubitze  2000

უკრაინისთვის მიწოდებული გერმანული Panzerhaubitze  2000-ის გასარემონტებლად საკმარისი ნაწილები არ  არის. ამის შესახებ Der Spiegel-ზე დაყრდნობით Deutche Welle იუწყება. 

გამოცემის ინფორმაციით. თვითმავალი ჰაუბიცების გამოყენება მათთვის აუცილებელი სათადარიგო ნაწილების შეკვეთის დაგეგმვისას შეცდომებმა გამოიწვია. ბერლინმა კიევს 14 ასეთი სისტემა გადასცა, მაგრამ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ჰაუბიცების სამუშაო მდგომარეობაში შესანარჩუნებლად აუცილებელი სათადარიგო ნაწილები არ შეუკვეთავს. 

6 ერთეული Panzerhaubitze 2000 გასარემონტებლად ლიტვაში გადაიყვანეს. სათადარიგო ნაწილების არქონის გამო, გერმანელმა სპეციალისტებს ერთი ჰაუბიცის დაშლა მოუწიათ, რათა მისი ნაწილები სხვა ქვემეხებში გამოეყენებინათ.

როგორც სპეციალისტები წერენ, თვითმავალი ქვემეხების ტექნიკური პრობლემები უკრაინაში მათი გამოყენების მაღალი ინტენსივობით აიხსნება. ნაწილების არასათანადო რაოდენობის გამო ასევე შეფერხებულია შეიარაღებისა და ტექნიკის რემონტის სპეციალური ცენტრის საქმიანობა, რომელიც გერმანიამ სლოვაკეთში გახსნა.

ომის დაწყების შემდეგ გერმანიამ უკრაინას თვითმავალი ჰაუბიცები, რეაქტიული სარაკეტო სისტემები MARS II, საზენიტო ქვემეხები Gepard, ასევე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები Stinger და ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარები გადასცა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „სამხრეთ ოსეთის ვექტორი მიმართული ყოველთვის მხოლოდ რუსეთისკენ იყო და იქნება“ - გაგლოევი

🔴 „სარაკეტო თავდასხმების გამო, უკრაინის ენერგეტიკული სისტემის თითქმის 50% მწყობრიდანაა გამოსული“ - შმიგალი

🔴 მარიუპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა

🔴 რუსეთი უკრაინას 10-ზე მეტი ტყვის სიკვდილით დასჯაში ადანაშაულებს

🔴 ერდოღანმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა