მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გუგლი ყველა საინფორმაციო ლოკაციას წაშლის, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია თუ რომელ კლინიკაში კეთდება აბორტი

აბორტის დეკრიმუნალიზაცია მექსიკაში

ამერიკული კორპორაცია გუგლი ყველა საინფორმაციო ლოკაციას წაშლის, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ კლინიკაში კეთდება აბორტი. ამის შესახებ abcnews წერს. 

მედიასაშუალება წერს, რომ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ კარი გაუღო იმ ქალებს, რომლებსაც ფეხმძიმობა სურთ. 

გარდა ლოკაციების წაშლისა, გუგლი მომხმარებლების მდებარეობის ისტორიებიდან, ასევე, ავტომატურად წაშლის ისეთ ლოკაციებს, როგორიც არის ნარკომანიის წინააღმდეგ ცენტრები, იმ ტიპის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც წონის კლება არის შესაძლებელი. 

აღსანიშნავია, რომ აქამდე მომხმარებლებს ყოველთვის ჰქონდათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად შეეცვალათ თავიანთი ისტორიები ადგილმდებარეობის შესახებ, მაგრამ ახლა გუგლი ამას პროაქტიურად აკეთებს მათთვის, როგორც დაცვის დამატებითი დონე. 

„მზად ვართ უზრუნველვყოთ კონფიდენციალურობის ძლიერი დაცვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იყენებენ ჩვენს პროდუქტებს და ჩვენ გავაგრძელებთ ამ დაცვის გაძლიერებისა და გაუმჯობესების ახალ გზებს“, - წერს ბლოგ პოსტში Google-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ჯენ ფიცპატრიკი.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა. პრეზიდენტმა ბაიდენმა აბორტის აკრძალვას „ტრაგიკული შეცდომა“ უწოდა

ამავე თემაზე: 

🔴  საფრანგეთში სურთ აბორტის უფლება კონსტიტუციაში შეიტანონ

🔴  „სიცოცხლის მომხრე ვარ“ - ლუიზიანას გუბერნატორმა აბორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

🔴  „ტრაგიკული შეცდომაა“ - აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლება აღარ არსებობს