მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა კონტროლი დაკარგა თავის პროპაგანდისტულ მანქანაზე, კრემლში შიდა ბრძოლაა - ISW

რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღარ აკონტროლებს რუსულ საინფორმაციო სივრცეს, ასევე, პუტინის ახლო წრის მთავარ წევრებს შორის შიდა დაპირისპირება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ნათქვამია ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსთა ბოლო მოხსენებაში.

როგორც ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ კრემლის შიგნით არის ბრძოლა, რის შედეგადაც პუტინმა დაკარგა ცენტრალიზებული კონტროლი რუსულ საინფორმაციო სივრცეზე.

მან განაცხადა, რომ კრემლს არ შეუძლია შექმნას საბჭოთა საინფორმაციო ბიუროს თანამედროვე ანალოგი სტალინური მიდგომის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო სივრცეზე ცენტრალიზებული კონტროლისთვის კრემლის „ელიტებს“ შორის ბრძოლის გამო.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ზახაროვას განცხადებამ დაადასტურა ISW-ის რამდენიმე შეფასება: რომ კრემლში მიმდინარეობს ბრძოლა პუტინის ახლო წრის მთავარ წევრებს შორის და რომ დროთა განმავლობაში პუტინმა მნიშვნელოვნად დათმო კონტროლი ქვეყანაში საინფორმაციო სივრცეზე და ახლა ვერ ახერხებს გადამწყვეტი ზომების მიღებას ამ კონტროლის აღსადგენად.

ექსპერტების ცნობით, ელიტებს შორის ბრძოლა ანადგურებს პუტინს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ბახმუტის მიმართულებით ურთულესი მდგომარეობაა - RBC-Ukraine

👉 „გადავწყვიტე, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი ვიყარო“ - პრიგოჟინი

👉 აშშ-ის დაზვერვის აზრით, რუსეთთან დაკავშირებული პირები მოლდოვაში აჯანყების გამოწვევას ცდილობენ

👉 რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, დაკარგოს „ვაგნერის“ ყველა ელიტური ქვედანაყოფი ბახმუტთან - ISW

👉 უკრაინაში ომი მოლაპარაკებებით დასრულდება - რიში სუნაკი