მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს - Bloomberg

ილონ მასკი

ამერიკულმა კომპანია Twitter-ის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს განუცხადა, რომ ილონ მასკის მიერ სოციალური ქსელის შეძენის გარიგება წინ მიიწევს. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

ამავე ინფორმაციით, კომპანიის მთავარმა იურისტმა თანამშრომლებთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრანზაქციის შეჩერების საფუძველი არ არსებობს. 

სააგენტოს ცნობით, Twitter-ის მენეჯმენტი კვლავ რეგულარულად ურთიერთობს მასკთან და მის გუნდთან. 

13 მაისს ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც ცნობილმა მილიარდერმა, კომპანია SpaceX-ის შემქმნელმა და ხელმძღვანელმა ილონ მასკმა სოციალური ქსელის, ტვიტერის შეძენის პროცესი შეაჩერა.

მასკის თქმით, ეს გადაწყვეტილება ტვიტერში ფეიკ-აქაუნთების რაოდენობის შემოწმების გამო არის მიღებული, რომელიც იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავიდან ფიქრობდნენ. 

მასკის მიერ 44 მილიარდ აშშ დოლარად ტვიტერის შეძენის შესახებ აპრილის ბოლოს გახდა ცნობილი. ამის შემდეგ მის განკარგულებაში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სოციალური ქსელი გადავა, რომელსაც ხშირად მსოფლიოს ლიდერები იყენებენ. მასკმა განაცხადა, რომ კომპანიის ბოტებისგან გაწმენდს, ასევე ის დაბლოკილი ექაუნთების აღდგენას აპირებს, მაგ.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გვერდზე ბანის მოხსნას. ილონ მასკი, რომელიც კომპანია „ტესლას“ აღმასრულებელი დირექტორია, ამ კომპანიის 8,5 მლრდ დოლარის აქციები გაყიდა, რათა ტვიტერის შეძენა დააფინანსოს.

ამავე თემაზე: 

🔴  ილონ მასკმა ტვიტერის შეძენის პროცედურა შეაჩერა

🔴  ელონ მასკმა „ტვიტერი“ 44 მილიარდ დოლარად იყიდა - Reuters

🔴  მასკის მიერ Twitter-ის შეძენა არაფერს შეცვლის, სოციალური ქსელი სამართლიანი არ გახდება - მედვედევი