მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ირანის პრეზიდენტი: სხვა ქვეყნებისთვის რეგიონული პრობლემების გადაცემამ შეიძლება ვითარება გაართულოს

მასუდ პეზეშკიანი და ნიკოლ ფაშინიანი

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება, განაცხადა, რომ რეგიონის პრობლემების გადაცემამ სხვა ქვეყნებისთვის შეიძლება ვითარება გაართულოს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

„მიგვაჩნია, რომ რეგიონის პრობლემების მართვა კავკასიელების საქმე უნდა იყოს, ხოლო ამ პრობლემების გადაცემა ქვეყნებისთვის, რომლებიც რეგიონს ფარგლებს გარეთ იმყოფება, ვითარებას მხოლოდ გაართულებს“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე რეგიონში ძალის გამოყენებას ვეწინააღმდეგებით. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას ირანისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მხარს ვუჭერთ სამშვიდობო მოლაპარაკებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, - განაცხადა პეზეშკიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ დადგა დრო, როდესაც სომხეთის და ირანის ურთიერთობები სტრატეგიულია პარტნიორობის დონეზე უნდა ავიდეს.

„პრეზიდენტ პეზეშკიანთან ჩვენ დეტალურად განვიხილეთ რეგიონული მშვიდობის და ეკონომიკური ინფრასტრუქტურისთვის ბლოკადის მოხსნის საკითხები. ეს არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სომხეთს და ირანს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხებში თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები გაჩნდება.

„ნახიჩევანი-ჯულფას სარკინიგზო ხაზით ირანი სომხეთს და, შემდეგ, შავ ზღვას დაუკავშირდება. ყველა კომუნიკაცია, რომელიც სომხეთში გაივლის, მხოლოდ სომხეთის იურისდიქციის ქვეშ იქნება და მის უსაფრთხოებას სომხეთი უზრუნველყოფს ყოველგვარი მესამე ქვეყნის გარეშე“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისივე თქმით, სომხეთი და ირანი საზღვარზე მეორე ხიდს ააშენებენ.