მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანის უზენაესი ლიდერის და საკუთარი ძმის პოლიტიკას გმობს და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს

ბადრი ჰოსეინი

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დამ ბადრი ჰოსეინი ხამენეიმ დაგმო საკუთარი ძმის პოლიტიკა და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. ამის შესახებ reuters-ი იტყობინება. 

ირანის უზენაესი ლიდერის დის წერილს საფრანგეთში მცხოვრები მისი შვილი აქვეყნებს. 

„ვფიქრობ, ახლა მიზანშეწონილია განვაცხადო, რომ ვეწინააღმდეგები ჩემი ძმის ქმედებებს და თანავუგრძნობ ყველა დედას, რომლებიც ისლამური რესპუბლიკის დანაშაულებს გლოვობენ ხომეინის დროიდან ალი ხამენეის ახლანდელი დესპოტური ხალიფატის ეპოქამდე. ალი ხამენეის რევოლუციურმა გვარდიელებმა და დაქირავებულმა მებრძოლებმა რაც შეიძლება მალე უნდა დაყარონ იარაღი და შეუერთდნენ ხალხს, სანამ გვიან არ არის“, - ნათქვამია წერილში, რომელიც ტვიტერის საშუალებით გავრცელდა. 

პროტესტი ირანში მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის მაჰსა ამინი „ზნეობის პოლიციის“ დაკავების შედეგად გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

მაჰსა ამინი თეირანში „ზნეობის პოლიციამ“ ჰიჯაბის მკაცრი წესების დარღვევის გამო დააკავა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოფიცრებმა ის ხელკეტით სასტიკად სცემეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი უფლებების“ ინფორმაციით, მინიმუმ 448 ადამიანი, მათ შორის 60 ბავშვი, დაიღუპა საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, თუმცა რეალური რიცხვი უფრო მაღალია.

საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების შეძახილები მიმართულია რეჟიმის მეთაურ ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეიზე. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „სიკვდილი დიქტატორს“ და „სიკვდილი ხამენეის“. 

ამავე თემაზე: 

👉  ვინ იყო მაჰსა ამინი, რომლის გარდაცვალებამაც გლობალური პროტესტი გამოიწვია

👉 „დასჯა ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო“ - ირანში პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქალის გარდაცვალებას პროტესტი მოჰყვა

👉 ირანში უშიშროების ძალებმა 16 წლის მოსწავლე იმის გამო მოკლეს, რომ მან სამთავრობო ჰიმნის შესრულებაზე უარი თქვა

👉 ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდება - ირანში ორი ცნობილი მსახიობი დააკავეს

👉 „ირანში „ზნეობის პოლიცია“ გაუქმდება“ – ირანის გენერალური პროკურორი