მედიის ცნობით, ირანის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ქვეყანაში „ზნეობის პოლიცია“ გაუქმდა.
„ზნეობის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა, მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა.
თუმცა, გაურკვეველია, იგივე სამსახური სხვა კონტექსტში და სხვა სახელით შეიქმნება თუ არა.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა განაცხადეს, რომ სასიკვდილო განაჩენი და სამართალწარმოება „ზნეობრივი“ დანაშაულებისთვის გაგრძელდება.
ცნობისთვის, 2022 წლის სექტემბერში ირანში „მორალი პოლიციამ“ 22 ქურთი ქალი მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააკავა. ქალი გათავისუფლების შემდეგ 3 დღეში გარდაიცვალა.
ხელისუფლების ვერსიით, მას გულის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ, ნათესავები ამბობენ, რომ მაჰსას გულის პრობლემები არასოდეს ჰქონია და ის პოლიციაში სასტიკად სცემეს. მათივე თქმით, სწორედ ამას მოჰყვა ქალის გარდაცვალება. ამინის გარდაცვალების შემდეგ ირანში მასშტაბური აქციები მიმდინარეობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „უკრაინაში ბრძოლები ზამთრის პერიოდში შენელდება“ - აშშ-ის დაზვერვის დირექტორი
👉 საპროტესტო აქციების ფონზე, ირანი ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კანონს განიხილავს