მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელის მიმართულებით ლიბანის ტერიტორიიდან სულ მცირე 34 რაკეტა გაისროლეს

სარაკეტო შეტევა

ისრაელის მიმართულებით ლიბანის ტერიტორიიდან სულ მცირე 34 რაკეტა იქნა გასროლილი, მათგან 25 საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, ხოლო 5 ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამის შესახებ ისრაელის არმიაზე დაყრდნობით aljazeera იტყობინება.

„ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე რაკეტები გაუშვეს, რაც წარმატებით იქნა ჩამოგდებული“, - ნათქვამია ისრაელის განცხადებაში. 

სარაკეტო თავდასხმას ისრაელის მხრიდან რეაგირება მოჰყვა. 

ებრაულმა მხარემ საარტილერიო ცეცხლი გახსნა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ისრაელის სამხედრო სპიკერმა სარაკეტო თავდასხმაში პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფება „ჰამასი“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ლიბანის მთავრობა პასუხისმგებელია ნებისმიერი რაკეტის გასროლაზე მისი ტერიტორიიდან.

„ჩვენ ვიძიებთ ირანის მონაწილეობის შესაძლებლობას ლიბანის სარაკეტო სროლაში“, - დასძინა ავიჩაი ადრეიმ.

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️ აღსრულდა ის, რისთვისაც „ლეიბორისტული პარტია“ 10 წელი იბრძოდა - ნათელაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე

✔️ სასამართლო კლანის 4 ლიდერის დასანქცირება, მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა საქართველოს დემოკრატიაში - გვარამია

✔️ ხალხთან ურთიერთობისას ყოველთვის განვიცდიდი სირცხვილს... თანადგომას ვუცხადებ ლაზარეს, რომელსაც შეგნებულად უპირებენ ციხეში გამომწყვდევას - შალვა რამიშვილის შვილი