მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აღსრულდა ის, რისთვისაც „ლეიბორისტული პარტია“ 10 წელი იბრძოდა - ნათელაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე

პოლიტიკოსი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგზე შეერთებული შტატების მხრიდან 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების საკითხს გამოეხმაურა და „ისტორიული დღე“ უწოდა. 

ნათელაშვილის თქმით, აღსრულდა ის, რისთვისაც „ლეიბორისტული პარტია“ 10 წლის განმავლობაში იბრძოდა. 

„აღსრულდა ის, რისთვისაც „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 10 წლის განმავლობაში იბრძოდა, დაიწყო ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის სანქცირება და შესაბამისად ჩამოშლა. რიგში დგას კორპუმპირებული, ოლიგარქიული მთავრობის წევრები და ე.წ. კრიმინალი საპარლამენტო უმრავლესობა. 

დღეს ისტორიული დღეა. არ ვნანობ, რომ ამ დღის მოსაახლოებლად პარტიამ ძალიან ბევრი რამ გაიღო. ჩვენ, ფაქტობრივად, თავი გავწირეთ და თავი დავისანქცირეთ, იცით რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული პარტიის მიმართ, აღუკვეთეს მას სარეკლამო უფლება მცირედი დაფინანსება...

ყველაფერზე წავედით იმისათვის, რომ ქვეყანა ყოფილიყო გამარჯვებული და არა კონკრეტული პიროვნება, პარტია თუ რაღაც ინტერესი. 

მე მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციას, მოითხოვეთ ვადამდელი არჩევნები, სანამ დაგასწრებდეთ რეჟიმი ამის მოთხოვნას და ჩატარებას. ეს არ გახლავთ მხოლოდ 4 მოსამართლის სანქცირება, ეს გახლავთ რეჟიმის სანქცირების დასაწყისი და ქართველი ხალხის სახელით მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, პრეზიდენტ ბაიდენს, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს. 

ისინი კრიტიკულ ჟამს, როცა წყდებოდა საკითხი, დადგნენ ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოებრიობის მხარეზე. დაიწყო ივანიშვილის რეჟიმის აგონია. თქვენ და ჩვენ კიდევ მოვისმენთ არაერთ აგონიურ, არაადეკვატურ განცხადებებს, რაც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს რეჟიმის ჩამოშლას და დასრულებას. 

საქართველოს გზა მომავლისაკენ იხსნება, ის იქნება ნათელი, ბრწყინვალე და ისეთი ღირსეული ფინალით იქნება დასრულებული როგორსაც ამას ჩვენი ხალხი დიდი ხანია იმსახურებს“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ქუჩაში ყველანი გამოსასვლელი ვართ, დასანქცირებულმა მოსამართლეებმა გაგვისამართლეს თაობები, რა საგამოძიებო კომისია უშველის ამას - თაკო ჩარკვიანი

👉 ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართული არიან კორუფციულ საქმიანობაში - კელი დეგნანი

👉 სერიოზული გზავნილია ამერიკისგან, ის არ აპირებს, შეიწყნაროს ოცნების კურსი - გია ნოდია