მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელის სამხედროებსა და პალესტინელებს შორის შეტაკება მოხდა

შეტაკებები დასავლეთ სანაპიროზე

პალესტინელმა შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ებრაელებს ცეცხლი გაუხსნეს“, - ამის შესახებ Associated Press-ი  ებრაულ მხარეზე დაყრდნობით წერს. 

მედიასაშუალების ცნობით, შეტაკების შედეგად დაჭრილია ერთი სამხედრო პირი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე. 

პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Wafa იტყობინება, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს პალესტინელი მოზარდი,  ხოლო 16 პირს რეზინის ტყვიები ესროლეს. 

თავის მხრივ, ებრაულმა მხარემ განაცხადა, რომ  პალესტინელმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ასობით ებრაელ პილიგრიმს, რომელიც სალოცავად მივიდა. 

ამასთან, Wafa-ს ცნობით, გასულ თვეში სალოცავთან სამხედროებთან შეტაკებისას  ერთი პალესტინელი მოზარდი დაიღუპა და სულ მცირე 15 დაიჭრა. 

დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ნაბლუსთან ახლოს ებრაულ და პალესტინურ მხარეებს შორის კონფლიქტები ხშირია. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

➖  რუსეთში მსუბუქი ავტომობილების წარმოება 97%-ით შემცირდა - კომერსანტი

➖ რუსული „გაზპრომის“ აქციების ფასი მკვეთრად დაეცა

➖  ახალგაზრდა ქალი მაშინ მოკლეს, როცა ბავშვს ეტლით ასეირნებდა - შემთხვევა ნიუ-იორკში

➖  გაუპატიურება, ტრეფიკინგი, ძალადობა - R Kelly-ს 30 წლით პატიმრობა მიესაჯა