მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქალების წაშლა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან“ - გაეროს განცხადებით, „თალიბანი“ ქალთა დახმარებაზე ახალ წესებს შემოიღებს

ქალთა დახმარება ავღანეთში

„თალიბანის“ მინისტრებმა გაეროს მაღალჩინოსანს მარტინ გრიფიტს უთხრეს, რომ ახალი სახელმძღვანელოების შემოღებას აპირებენ, რათა ავღანელ ქალებს ჰუმანიტარულ ოპერაციებში მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. 

მარტინ გრიფიტსმა BBC-ს განუცხადა, რომ მან „თალიბანის“ მინისტრების ფართო სპექტრისგან ქაბულში გამართული მოლაპარაკებების დროს, დამაიმედებელი პასუხი მიიღო. 

გასულ თვეს, „თალიბანმა“ ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა აუკრძალა. იმის გამო, რომ ავღანელი ქალები გადამწყვეტ როლს თამაშობდნენ დახმარების გაწევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისკი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ჰუმანიტარულ ოპერაციებს ქვეყანაში საფრთხე შეექმნება. 

ქაბულში გრიფიტსის ვიზიტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის ამინა მუჰამედის, ბრიტანელ-ნიგერიელი მუსლიმი ქალის ვიზიტის შემდეგ შედგა. 

„თალიბანი“ ცდილობს, ქვეყანაში საზოგადოებრივი ცხოვრებაში ქალების მონაწილეობა წაშალოს. 

გასულ თვეში გამოცხადებული აკრძალვის გაუქმებას რეალურად არავინ ელის. მაგრამ, როგორც ჩანს, მას ბევრი ხარვეზი აქვს.

გრიფიტსმა თქვა, რომ ჯერჯერობით, მწვანე შუქი აენთო ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა ჯანდაცვა და სათემო განათლება, სადაც ქალთა მონაწილეობა აუცილებელია.

ამასთან, ნათლად ჩანს, რომ „თალიბანის“ ყველაზე კონსერვატიულ ლიდერებს განსხვავებული პოზიციები აქვთ. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

➖  თურქეთმა ნატოს გაფართოებაზე სამმხრივი შეხვედრა გააუქმა

➖  ნატომ „რამშტაინის“ შეხვედრის მორიგი თარიღი დაასახელა

➖  მოსამართლე ამ გადაწყვეტილებით ამბობს, „თავი დამანებეთ, ფრედ დავამთავროთ, შავ დღეში ვარ“, წარმოუდგენელი გადაწყვეტილებაა - ხუხაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

➖ „სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის“ სტატუსის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას - კრემლი

➖  ისრაელის რეიდები: რატომ მოკლეს ამდენი პალესტინელი? - Aljazeera