მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყაზახეთში სამხედროებმა საპროტესტო აქციის ათობით მონაწილე მოკლეს

ვითარება ყაზახეთში

ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმატიში, სადაც ხელისუფლებამ შეიარაღებული ძალები და სპეცრაზმი შეიყვანა, საპროტესტო აქციის ათობით მონაწილე მოკლეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, სამხედროებმა ქალაქის ცენტრი - რესპუბლიკის მოედანი დაიკავეს და ოპერაციის დროს მათ აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ღამით კი შეტაკება ალმატის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან მოხდა, სადაც მომიტინგეებმა შეჭრა სცადეს. პოლიციამ ცეცხლი გახსნა. იქაც ათობით ადამიანია დაღუპული. 

ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყანაში ფაქტობრივად არ მუშაობს ინტერნეტი, გაუქმებულია ათობით ავიარეისი. დაკავებულია ასობით ადამიანი.

საპროტესტო აქციები ყაზახეთში 2 იანვარს დაიწყო. ამის მიზეზი თხევადი აირის ფასის გაძვირება გახდა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის კასიმ ჟომარტ ტოკაევის გადადგომას მოითხოვენ.

იხილეთ აგრეთვე:

🔴  მოვლენებში ჩართულმა ყველა მხარემ თავშეკავება უნდა გამოიჩინოს - სტეფან დიუჯარიკი

🔴  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

🔴  სპეცოპერაცია ყაზახეთში - მომიტინგეების დასაშლელად სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს