მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოვლენებში ჩართულმა ყველა მხარემ თავშეკავება უნდა გამოიჩინოს - სტეფან დიუჯარიკი

მოვლენებში ჩართულმა ყველა მხარემ თავშეკავება უნდა გამოიჩინოს

გაერო შეშფოთებით აკვირდება  ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს, - ამის შესახებ ნიუ-იორკში გამართულ ბრიფინგზე გაეროს ორგანიზაციის პრესმდივანმა სტეფან დიუჯარიკმა განაცხადა. 

„ბუნებრივია, ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ვაკვირდებით სიტუაციას ყაზახეთში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვლენებში ჩართულმა ყველა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება, მოერიდოს ძალადობას და საკითხები დიალოგის გზით გადაჭრას“, - განაცხადა  სტეფან დიუჟარიკმა.

შეგახსენებთ, რომ პროტესტი ყაზახეთის რამდენიმე რაიონში გაზის ფასის მომატების გამო დაიწყო. რამდენიმე დღეში მან მთელი ქვეყანა მოიცვა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ამავე თემაზე: 

✔️  მოქალაქეთა ჯგუფმა ალმათის აეროპორტი დაიკავა

✔️ ალმატიში პრეზიდენტის რეზიდენცია იწვის

✔️ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს