მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხორვატიის პრეზიდენტი ფინეთის ნატოში შესვლაზე ვეტოს დადებით იმუქრება

ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი

ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი აცხადებს, რომ ფინეთის ნატოს გაწევრიანების მოთხოვნას ვეტოს დაადებს. 

„მადრიდში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ფინეთის მოთხოვნას ვეტოს დავადებ“, - განაცხადა მილანოვიჩმა. 

ხორვატიის პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა მოსკოვთან მისი შესაძლო კავშირის ბრალდებებზე და ეს ინფორმაცია უარყო.

„ვინ ამბობს, რომ რუსეთის აგენტი ვარ? მე რუსეთთან საერთო არაფერი მაქვს. როცა „გაზპრომის“ გენერალური დირექტორი ზაგრებში ჩამოვიდა, ჩემგან არაფერი მიუღია. მე არ მეშინია არც რუსების და არც უკრაინელების, მე ადვილად გავუმკლავდები მუქარას“, - აღნიშნა მილანოვიჩმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ უნგრეთმა დანილოვის სიტყვებს, თითქოს პუტინმა გააფრთხილა უნგრეთი ომის შესახებ, ყალბი ინფორმაცია უწოდა

✔️ „აზოვსტალიდან“ ევაკუირებული პირები ზაპოროჟიეში ჩავიდნენ - The Guardian

✔️ „ირპენი ყოველდღე უფრო ცოცხლდება და ყვავის, მალე ყველა შეძლებს სახლში დაბრუნებას“ - ირპენის მერი

✔️ ნიკოლაევისა და ხერსონის ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვარზე უკრაინელებმა მტრის ჯარის საკონტროლო პუნქტი გაანადგურეს

✔️ „ახლა აზოვსტალში შტურმით იჭრებიან“ - „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე