რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ უარყოფს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობის არცერთ ფორმატს.
„ჩვენ არ უარყოფთ მუშაობის არცერთ ფორმას - არც ორმხრივს და არც სამმხრივს, პრეზიდენტმა ამაზე არაერთხელ ისაუბრა“, - აღნიშნა ლავროვმა.
ამავდროულად, ლავროვმა განაცხადა, რომ „ნებისმიერი კონტაქტი, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ, ძალიან ფრთხილად უნდა მომზადდეს“.
როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკებები მრავალმხრივ ფორმატში უნდა გაიმართოს არა იმისთვის, რომ „დილით ვინმემ გაზეთში დაწეროს, ან ტელევიზორში აჩვენოს, ანდა სოციალურ ქსელებში განიხილოს“.