მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლავროვის განცხადება უპატიებელია“ - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

სერგეი ლავროვი, იაირ ლაპიდი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება, რომლის თანახმად მან ებრაელებს სასტიკი ანტისემიტები უწოდა. ლაპიდის თქმით, ლავროვის განცხადება უპატიებელია.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი ლავროვის სიტყვების განმარტებისთვის დაიბარა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

„საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადება არის როგორც მიუტევებელი და აღმაშფოთებელი განცხადება, ასევე, საშინელი ისტორიული შეცდომა. ებრაელებს თავი არ მოუკლავთ ჰოლოკოსტის დროს. ებრაელების წინააღმდეგ რასიზმის ყველაზე დაბალი დონე არის თავად ებრაელების დადანაშაულება ანტისემიტიზმში“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე, იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ლავროვმა კითხვას, თუ როგორ შეუძლია რუსეთს განაცხადოს, რომ ის იბრძვის უკრაინის „დენაციფიკაციისთვის“, როცა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავად ებრაელია, უპასუხა: „მერე რა, თუ ზელენსკი ებრაელია. ადოლფ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე სასტიკი ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

„უკრაინა გერმანიას არაფრად აგდებს“ - რუსული მედია

⭕ 🎥 უკრაინელებმა ზმეინის კუნძულთან ორი რუსული ნავი გაანადგურეს - ვალერი ზალუჟნი

 რა არის ზარინი?

⭕ „აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯების გადაწყვეტის ადგილი თურქეთი იქნება“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

⭕ რუსეთმა უკრაინაში თავისი სახმელეთო ძალების 65% უკვე განათავსა - ბრიტანული დაზვერვა