ლონდონში ანტიიმიგრაციული საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ადგილობრივმა პოლიციამ 25-მდე პირი დააკავა. ამის შესახებ BBC იუწყება.
აქციის ორგანიზატორი მემარჯვენე აქტივისტი ტომი რობინსონი იყო. მან შეკრებილებს სიტყვით მიმართა და პოლიტიკოსები მისი იდეების გამეორებისთვის გააკრიტიკა. რობინსონის თქმით, დიდი ბრიტანეთის სასამართლოებმა გადაწყვიტეს, რომ არალეგალური მიგრანტების უფლებები „ადგილობრივი საზოგადოების“ უფლებებს აჭარბებს.
აქცია მშვიდობიანად დაიწყო, თუმცა დღის მეორე ნახევარში ადგილობრივ პოლიციას მონაწილეების დაკავება მოუწიათ, რადგან შეკრებილები მათი მისამართით სხვადასხვა ნივთს ისროდნენ.
ამ ეტაპისთვის, 25-მდე პირია დაკავებული.
პარალელურად, ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა ვიდეოკავშირის საშუალებით ისაუბრა „მასობრივ უკონტროლო მიგრაციაზე“ და დიდ ბრიტანეთს მთავრობის შეცვლისკენ მოუწოდა.
„რაღაც უნდა გაკეთდეს. პარლამენტი უნდა დაიშალოს და ახალი არჩევნები ჩატარდეს“, – განაცხადა ილონ მასკმა.
ცნობისთვის, ტომი რობინსონი ოქტომბერში დააკავეს სირიელი ლტოლვილის გამო, რომელმაც მას ცილისწამებისთვის უჩივლა, ცრუ ინფორმაციის გამეორებისგან თავის შეკავების ბრძანების უგულებელყოფისთვის. ის ციხიდან წელს გაათავისუფლეს.