მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მალე ნავთობის გადახდაც მოგიწევთ რუბლებში“ - დუმის დეპუტატი ევროკავშირს

დუმის დეპუტატი

„ევროკავშირს მალე მოუწევს ნავთობის გადახდა რუბლით“, - ამის შესახებ დუმის დეპუტატმა ვიაჩესლავ ნიკონოვიმ განაცხადა.

„ევროპული ქვეყნები დიდხანს ვერ იტყვიან უარს რუსული ნავთობის იმპორტზე.  ევროპელების გადაწყვეტილება მხოლოდ ენერგიის გაძვირებას გამოიწვევს. მჯერა, რომ ახლა უნგრეთი და სლოვაკეთი გახდებიან ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორები ევროპაში. ეჭვი მაქვს, რომ მალე ნავთობის გადახდაც მოგიწევთ რუბლებში“, - განაცხადა ვიაჩესლავ ნიკონოვიმ.

როგორც ნიკონოვმა აღნიშნა, ევროკავშირი დიდხანს ვერ დათმობს რუსულ ნავთობს.

„უკვე ვიღებთ რეკორდულ შემოსავალს ენერგოპროდუქტებზე მაღალი ფასის გამო. სანქციების შემდეგ ფასი კიდევ უფრო აიწევს“, - დასძინა დუმის დეპუტატმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉🎥 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით რუსული ტექნიკა დაწვეს

👉უკრაინაში „კადიროველი“ სამხედროების დიდი დანაკარგის გამო, ჩეჩნეთში დიდი ქორწილები აკრძალეს

👉ევროკავშირი რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს

👉„სბერბანკის“ გარდა, ევროკავშირი მოსკოვის საკრედიტო ბანკსა და „როსსელხოზბანკს“ SWIFT-ისგან გათიშავს

👉 „არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მუქარის, მისი შეჩერება მხოლოდ სასტიკ ძალას შეუძლია“ - ანჯეი დუდა