მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სბერბანკის“ გარდა, ევროკავშირი მოსკოვის საკრედიტო ბანკსა და „როსსელხოზბანკს“ SWIFT-ისგან გათიშავს

ევროკავშირის დროშები

„სბერბანკის“ გარდა, ევროკავშირი მოსკოვის საკრედიტო ბანკსა და „როსელხოზბანკს“ SWIFT-ისგან გათიშავს. ამის შესახებ Eurointegration-ს ევროკავშირის ოთხმა დიპლომატმა განუცხადა. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკვე წარადგინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის დეტალები. 

აღსანიშნავია, რომ  „სბერბანკი“ არის უმსხვილესი ბანკი რუსეთში, ის მთლიანი საბანკო სექტორის დაახლოებით 37%-ს მოიცავს. 

მიზანია გაზარდოს ეკონომიკური ზეწოლა მოსკოვზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ.  სანქციების მეექვსე პაკეტი, ასევე, ითვალისწინებს ნავთობის ემბარგოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წლის ბოლომდე

ევროკავშირის ელჩები სანქციების შესახებ წინადადებებს დღის მეორე ნახევარში განიხილავენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 ევროკავშირმა SWIFT-დან 7 რუსული ბანკი გათიშა

👉 რუსეთში პილოტების დეფიციტის მაღალი რისკი დგას - კომერსანტი

👉  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 627-ზე მეტი ბავშვი დაშავდა

👉  ჩრდილოეთ კორეამ წელს მე-14 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

👉 „არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მუქარის, მისი შეჩერება მხოლოდ სასტიკ ძალას შეუძლია“ - ანჯეი დუდა

👉 ევროკავშირი რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს