მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთელი უბედურება ის კი არაა, რომ ლავროვი გვაქებს, უბედურებაა ის, რომ ჩვენ ამას ვიფერებთ - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგი

კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გუშინდელი განცხადებები შეაფასა, სადაც ლავროვმა, აღნიშნა, რომ საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას უძლებს, ამას პატივს ვცემთ.

👉 „საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას უძლებს, ამას პატივს ვცემთ“ - ლავროვი

კონფლიქტოლოგის თქმით, რუსეთი არის აგრესორი და დღესაა დრო რუსეთის დამარცხების.

ზაქარეიშვილის განცხადებით, ლავროვის განცხადება საქართველოზე, წინასწარ გამზადებულ კითხვაზე, წინასწარ გამზადებული პასუხი იყო.

👉 ლავროვი: იმედი მაქვს, საქართველოსთან პირდაპირ ფრენებს მალე განვაახლებთ

„პოლიტიკურად ლოიალურია საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ და ამას აფასებს ლავროვი. ასეთ რაღაცებს რუსეთი ხედავს. რუსი პროპაგანდისტები მუდმივად აჟღერებენ საქართველოს მიმართ დადებით შეფასებებს, როცა ეს საჭიროა. ეკონომიკურ სანქციებზე მეტად, ლავროვისთვის და რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, საქართველომ რომ არის ლოიალური. ჩვენი ქცევა მეტყველებს შემდეგზე, ის, რაც ხდება უკრაინაში არაფერი საერთო აქვს მას საქართველოსთან, ეს არის უკრაინა-რუსეთის პრობლემა. ის, რაც ხდება უკრაინაში, მოხდა საქართველოში 2008 წელს. დღესაა დრო რუსეთის დამარცხებისა.

ჩვენ ვლაპარაკობთ მუდმივად „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობაზე და არ ვლაპარაკობთ, რომ რუსეთის მსხვერპლი ვართ ჩვენ. რუსეთი არის აგრესორი. „ქართული ოცნება“ უკვე გამოშიგნულია და ბოლო ადამიანი, რომელიც წამოვიდა და შუქი გამორთო, ეს არის - გახარია. იქ არავინ აღარ დარჩა, ვისაც შესწევს უნარი კრიტიკულად შეაფასოს სიტუაცია. ლავროვმა ტელეკომპანია „ალტინფოს“ შეკითხვას უპასუხა, ის ამ შეკითხვისთვის წინასწარ მომზადებული იყო. წინასწარ გამზადებულ კითხვაზე, წინასწარ გამზადებული პასუხი იყო. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, ეს დაემთხვა დავოსს, რათა იქ რუსეთის ფედერაციაზე საუბრობენ. მთელი უბედურება ის კი არაა, რომ ლავროვი გვაქებს, უბედურებაა ის, რომ ჩვენ ამას ვიფერებთ“, - აცხადებს კონფლიქტოლოგი. 

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველო რუსული პოლიტიკის გამტარებელია.

მისი თქმით, სომხეთიც კი ხედავს უკვე რუსეთის სისუსტეს კავკასიაში. 

„საქართველომ უნდა თქვას, რომ ეს ფული, რაც შემოდის საქართველოში, არის უკრაინელი ხალხის მიერ დაღვრილი სისხლის საფასური. საქართველო დღეს არის ოკეანეში ნაფოტი, რომელსაც იქით აქეთ ათამაშებს ტალღები. ოკეანეს უმკლავდება: თურქეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა. სომხეთი რომ სომხეთია, რომელიც ყოველთვის იყო რუსეთის მოკავშირე, უკვე სომხეთშიც გამოიხატება ანტირუსული განწყობები. ფაშინიანმა მკაფიოდ თქვა: „რუსეთის ყოფნა ყარაბაღში არ არის საუკეთესო გამოსავალი, ეს უფრო პრობლემაა, ვიდრე პრობლემიდან გამოსავალი“. სომხეთიც კი ხედავს უკვე რუსეთის სისუსტეს კავკასიაში.

რუსეთის წინააღმდეგ მარტო არ დავრჩენილვართ. ჩვენმა ფრთხილმა პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ დღეს ვართ რუსეთზე ჩაბმულები. დღეს ჩვენ არ ვართ პრორუსული ძალა, ჩვენ ვართ რუსული ძალა. რუსული პოლიტიკის გამტარებლები ვართ. საჭიროა თურქეთთან კავშირი. ნუ გვგონია, რომ ვართ მხოლოდ ევროპელები, ჩვენ ვართ კავკასიელები და ჩვენზე იკვრება მთელი კავკასია. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც აიტანს საქართველოში ძალაუფლების ნებისმიერ ფორმას, ეს არის - რუსეთი, ამიტომ მისრიალებს „ქართული ოცნება“რუსეთისკენ. მიხეილ სააკაშვილსაც კი აიძულა ამერიკამ  2012 წელს წასულიყო და გადამდგარიყო. გამორიცხულია, ამერიკამ და ბრიუსელმა „ქართულ ოცნებას“ აპატიოს არადემოკრატიული გზით ძალაუფლების შენარჩუნება“, - აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსები ზაპოროჟიეს რეგიონში თავდაცვისთვის ემზადებიან, ხოლო ბახმუტსა და სოლედარში ბრძოლები გრძელდება - საბრძოლო რუკა

✔️„რუსეთის დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია, გამარჯვება ჩვენი იქნება“ - რუსი დიპლომატი

✔️ რუსეთს არ აქვს სრული კონტროლი სოლედარსა და ბახმუტზე, სასტიკი ბრძოლა გრძელდება - კირბი

✔️ ოლაფ შოლცი აშშ-ს ულტიმატუმს უყენებს

✔️ „მათ არ ეშინიათ დასჯის“ - ანალიტიკოსების თქმით, რუსეთში პუტინს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ